ჟურნალისტები მსოფლისო სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს აგრარულ და გასტრონომიულ შესაძლებლობებს გაეცნობიან
აგრო ჟურნალისტთა ასოციაცია (AGAJ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 26-30 ოქტომბრეს ატარებს პრესტურს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებისთვის.
ინიციატივა ხორციელდება აგრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAJ) ეგიდით და მიზნად ისახავს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებს შესაძლებლობა მიეცეს, უშუალოდ გაეცნონ საქართველოს სოფლის მეურნეობის და გასტრონომიის სექტორებს: ტრადიციული მეურნეობებიდან და მრავალსაუკუნოვანი კულინარიული მემკვიდრეობიდან თანამედროვე აგრობიზნესსა და ინოვაციებამდე.
აღნიშნულმა კონკური აღმოჩნდა საკმაოდ რეზონანსული, შემოვიდა 40-მდე განაცხადი. თავდაპირველად იგეგმებოდა 8 მონაწილის შერჩევა, თუმცა მაღალი ინტერესისა და განაცხადების ხარისხის გათვალისწინებით, საბოლოოდ შეირჩა 12 მონაწილე.
![]() |
![]() |
![]() |
ტურში მონაწილეობას მიიღებენ ჟურნალისტები სერბეთიდან, შოტლანდიიდან, პორტუგალიიდან, ნორვეგიიდან, დანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, შვეიცარიიდან, იაპონიიდან და სლოვენიიდან. მათ ასევე შეუერთდებიან IFAJ-ის მენეჯმენტის ორი წარმომადგენელი: IFAJ-ის პრეზიდენტი სტივ ვერბლოუ და IFAJ-ის ფინანსური მენეჯერი მაგდა დუ ტოიტი.
ხუთი დღის განმავლობაში მონაწილეები შეხვდებიან ქართველ ფერმერებს, აგრობიზნესის წარმომადგენლებს, მეცნიერებსა და პოლიტიკის შემქმნელებს; გაეცნობიან ქვეყნის სტუმარმასპინძლობის ტრადიციებს, კულინარიულ მემკვიდრეობებსა და ფერმერულ საქმიანობებს. აღნიშნული პრესტურის ფარგლებში მომზადდება სხვადასხვა მიმართულების სტატიები, რეპორტაჟები, ვიდეო და აუდიო კონტენტი, ასევე, დოკუმენტური ფილმი.


