500 წლიანი საცხენოსნო მემკვიდრეობა: დუკოვოს ლიპიცანერები სამეფო ისტორიით
Državna Ergela Đakovo 1506 წელს დაარსებული ევროპის ერთ-ერთი უძველესი მოქმედი ცხენების მეურნეობაა. აქ ლიპიცანერებს ამრავლებენ. ეს ჯიში განსაკუთრებით საინტერესოა თავისი გარეგნობითა და ხასიათით: ცხენები დაბადებისას ხშირად მუქი ფერის არიან და ასაკთან ერთად ნაცრისფრდებიან, გამოირჩევიან ინტელექტით, გამძლეობით, ელეგანტური მოძრაობითა და დრესაჟისადმი განსაკუთრებული მიდრეკილებით.
ამ ადგილს საერთაშორისო ცნობადობაც აქვს. 1972 წელს დედოფალი ელისაბედ II ეწვია Đakovo-ს და ადგილობრივი ლიპიცანერებით შებმულ ოთხცხენიან ეტლში ჩაჯდა, რომლითაც ქალაქში გაისეირნა.
დედოფალი, რომელიც ცხენებში კარგად ერკვეოდა, აღფრთოვანებული დარჩა ჯაკოვოს ლიპიცანერების წარმოდგენით.
ეს ფერმა დღეს რეგიონის აგროტურიზმის მნიშვნელოვანი ნაწილია. აქ ტარდება საცხენოსნო შეჯიბრებები და სხვადასხვა შემეცნებითი, სპორტული და გასართობი პროგრამები ოჯახებისთვის.
Državna Ergela Đakovo-ს განვითარებაში ევროკავშირმა დიდი როლი შეიტანა.
ვიზიტორთა ცენტრის პროექტი სრულად დააფინანსა, რომლის მიზანი რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარება იყო.

დღეს ფერმას სახელმწიფო მფარველობს და ამ რესურსს რეგიონის სოციალურ და საგანმანათლებლო აქტივობებისთვის იყენებს. ბაღისა და სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებია შემუშავებული, სადაც ისინი ცხენებთან უშუალო კონტაქტის გზით სწავლობენ პასუხისმგებლობას, კომუნიკაციას, ტოლერანტობასა და პატივისცემას.
ცალკეული პროგრამები ოჯახებზეცაა მორგებული, სადაც პატარებს ეძლევათ შესაძლებლობა, პირველად დაჯსხდნენ უნაგირში და ახლოს გაიცნონ ლიპიცანერები. რიგით ხორვატებს წინასწარ უწევთ პროგრამების დაჯავშნა, რომ დასვენების დღეები ოჯახთან ერთად საინტერესოდ სწორედ აქ Ergela Đakovo-ში გაატარონ.
რუსუდან გიგაშვილი ხორვატიიდან