IFAJ-ის პრეზიდენტის გზავნილი აგროჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე
აგროჟურნალისტთა მსოფლიო ფედერაციის (IFAJ) პრეზიდენტი სტივ ვერბლოუ ვიდეომიმართვით ჩაერთო პანელურ დისკუსიაში "ფერმიდან სტრიქონებამდე: როდის არის მედია ფერმერის პარტნიორი?", რომელიც საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის (AGAJ) ორგანიზებით, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" მიერ ორგანიზებული AGRO FOOD EXPO 2026-ის ფარგლებში გაიმართა.
მან საქართველოს აგრარულ მემკვიდრეობაზე, სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესსა და ფერმერებისთვის პროფესიული, სანდო ინფორმაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სტივ ვერბლოუს გზავნილით, ფერმერებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ არსებობენ ჟურნალისტები, რომლებსაც ესმით სოფლის მეურნეობის სპეციფიკა, იცნობენ დარგის გამოწვევებს და აფასებენ იმ შრომას, ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც თითოეული პროდუქტის შექმნის უკან დგას.
განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტისა და ინფორმაციის მზარდი ნაკადის ეპოქაში, პროფესიონალი აგროჟურნალისტების როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია: მათ უნდა გადაამოწმონ ინფორმაცია, წარმოაჩინონ ის სწორ კონტექსტში და ფერმერებამდე გასაგები და სანდო ფორმით მიიტანონ.
სტივ ვერბლოუ ვიდეომიმართვით საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის (AGAJ) მიერ AGRO FOOD EXPO 2026-ის ფარგლებში ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში „ფერმიდან სტრიქონებამდე: როდის არის მედია ფერმერის პარტნიორი?“ ჩაერთო.
იხილეთ ვიდეო ბმულზე
https://www.youtube.com/shorts/oh6aLh4m-xY