სურსათის უვნებლობა და DCFTA

საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა და სურსათის უვნებლობის მთავარი პრინციპი – გზა მინდვრიდან სუფრამდე. რა კონკრეტული სარგებელი შეიძლება ნახოს ქვეყანამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება (DCFTA) შესახებ

მაია მამულაშვილი, ეკატერინე ბურკაძე

უკვე ერთი წელი გავიდა, რაც ხელი მოწერა საქართველოსა და  ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომლის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება (DCFTA)   თუმცა საქართველოს მოსახლეობამ ცოტა რამ თუ იცის ამ შეთანმხების დეტალებზე და მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა შეიძლება ჰქონდეს იმაზე, თუ რა  კონკრეტული სარგებელი შეიძლება ნახოს ქვეყანამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. (Deep and Comprehensive Free Trade Area – DCFTA),  რომელიც ევროკავშირთან, როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას გულისხმობს.

მეტწილად ამ ბუნდოვანების მიზეზი ისაა, რომ მედია, ხშირ შეთხვევაში, თავად  არ არის გარკვვეული ასოცირების  შეთანხმების დეტალებში. შესაბამისად, ხდება საკითხის მხოლოდ ზედაპირული და ფრაგმენტული მიწოდება.  დაბალი ინფორმირებულობა  კი  საზოგადოებაში მითების დაბადებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის, ასე მაგალითად:  საახალწლო ამბების გაშუქებისას ქართული გაზეთები, სოციალური პოპულარული მედია და სატელევიზიო სივრცე ელვის უსწრაფესად მოიცვა საშობაო გოჭების თემამ –   ევროკავშირთან ასოცირების მოთხოვნებიდან გამომდინარე საქართველოში გოჭის დაკვლა აიკრძალება. მაგალითად, ამბები.გე ” 07-10-2014: //www.ambebi.ge/faceambebi/113056-saqarthveloshi-gotcis-dakvla-aikrdzaleba.html „ სტატია: საქართველოში გოჭის დაკვლა აიკრძალება? – ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის!  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი შემდეგ კვირაში განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც იკრძალება ერთ წლამდე გოჭების დაკვლა, გასაყიდად გამოტანა ან საკვებად გამოყენება და საქართველო გახდება მსოფლიოში 67-ე ქვეყანა სადაც გოჭების დაკვლა აიკრძალება”.

იხ: სტატიები იგივე  თემაზე   http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=12105&lang=ge. http://news.ge/ge/news/story/107673-maghlaferidze-ert-tslamde-gochebis-dakvla-ikrdzaleba

თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების თემის გაშუქებისას ჟურნალისტები  უნდა ცდილობდნენ  დაადგნონ  თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გავლენა და შედეგები წარმოებისა და ექსპორტის  მოცულობაზე, დაეყრდნონ ექპერტების მოსაზრებებსა და სტატისტიკურ ინფორმაციას, გააკონტროლონ ხელშეკრულების ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის პროცესი.

თუმცა აღნიშნულ თემაზე მასალების მომზადება გარკვეულწილად ჟურნალისტების  ელემენტალურ ეკონომიკურ განათლებასა და სპეციფიკურ ცოდნას საჭიროებს. გარდა ამისა, ემყარება შეთანმხების შესახებ ფაქტობრივ სტატისტიკურ და საკვლევ მასალას, რაც დამატებით რესურსებსა და ექსპერტულ მოსაზრებებთან წვდომას საჭიროებს.

ამ მხრივ საქართველოს მედია სივრცეში იშვიათად ვხვდებით  სიღრმისეულ და პროფესული სტანდარტებით მომზადებულ მასალებს:

გამონაკლისია ვებ ჟურნალი ყველაფერი ევროკავშირთან ასოცირების  შეთანხმების შესახებ,  რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება (DCFTA)   ანალიტკურ სტატიებს უძღვნის. http://eugeorgia.info/ka/search/DCFTA/1/

ჟურნალისტისათვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა
, რომ  თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება საქართველოს ავალდებულებს ვაჭრობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა ევროკავშირისას მიუახლოვოს. შესაბამისად, განახორციელოს რეფორმები შემდეგი მიმართულებებით: ვაჭრობასთან დაკავშირებული ტექნიკური ბარიერები, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, სახელმწიფო შესყიდვები, საბაჟო და მომსახურებით ვაჭრობა . DCFTA)  საშუალებას აძლევს საქართველოს ევროკავშირის ბაზრის ოთხი თავისუფლებიდან საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება უზრუნველყოს.

აღნიშნული ვალდებულებების შესრულება ხელს შეუწყობს საქართველოში უვნებელი პროდუქციის წარმოების სტანდარტის დამკვიდრებას; ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე ქართული პროდუქციის წარდგენას; საქართველოსა და ევროკავშირის საბაჟო რეჟიმების დაახლოებას და მომსახურების ბაზრების შემდგომ ლიბერალიზაციას, რაც, თავის მხრივ, წაახალისებს კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას და მის ეფექტურ გადანაწილებას ეკონომიკის სექტორებს შორის.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების  ფარგლებში ქართული კომპანიები შეძლებენ ევროკავშირში შვილობილი კომპანიების, ფილიალებისა ან წარმომადგენლობების გახსნას; იგივეს შეძლებენ ევროკავშირის კომპანიები საქართველოში. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ბიზნესებს გავრცობისა და ქართველი ან ევროპელი პარტნიორის შეძენის შესაძლებლობას აძლევს. ის უზრუნველყოფს `ბაზარზე წვდომას დაფუძნებისთვის.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მთავარი სოციალური ეფექტი დასაქმების და ხელფასების ზრდაა და ის რომ ზოგადად, ნებისმიერი ტიპის ვაჭრობის ლიბერალიზაციას აქვს ეკონომიკური რესურსების გადანაწილების ეფექტი. კერძოდ, ხდება შრომის და კაპიტალის გადადინება ნაკლებად პროდუქტიულიდან უფრო პროდუქტიულ სექტორებში. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოსალოდნელი შედეგები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული საქართველოში აღნიშნული პროცესების დროულ და ეფექტურ განვითარებაზე.

მნიშვნელოვანია ჟურნალისტმა იცოდეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) არსი, რათა მონიტორიგი გაუწიოს საჯარო სტრუქტურების მიერ შეთანხმების მიმდინარეობის ეფექტურობას:

 

რა არის შეთანხმების არსი

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ასოცირების შესახებ შეთანხმების (ქართული,  ინგლისური) უმნიშვნელოვანესი ნაწილია (IV კარი – ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები), რადგან სწორედ ის მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს.
საქართველოს მიერ გაფორმებული სხვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებისაგან განსხვავებით, DCFTA გულისხხმობს როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას. გარდა ამისა, DCFTA მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს (მაგ.: სურსათის უვნებლობა, კონკურენციის პოლიტიკა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ფინანსური მომსახურება და სხვა) და ითვალისწინებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

DCFTA საქართველოს აძლევს საშუალებას ეტაპობრივად მიიღოს ევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხი თავისუფლებიდან სამი: საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება. მეოთხე თავისუფლებას – ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ხელს უწყობს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი.

DCFTA მოიცავს შემდეგ თავებს:

  •     საქონლით ვაჭრობა
  •     ვაჭრობაში დაცვითი ზომები
  •     ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სტანდარტიზაცია, მეტროლოგია, აკრედიტაცია და შესაბამისობის შეფასება
  •     სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები
  •     საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობა
  •     დაფუძნება, მომსახურებით ვაჭრობა და ელექტრონული კომერცია
  •     მიმდინარე გადახდები და კაპიტალის მოძრაობა
  •     საჯარო შესყიდვები
  •     ინტელექტუალური საკუთრების უფლებები
  •     კონკურენცია
  •     ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში
  •     გამჭვირვალობა
  •     ვაჭრობა და მდგრადი განვითარება
  •     დავების მოგვარება
  •     დაახლოების ზოგადი დებულებები


DCFTA-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას. საქართველო გახდება მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებისათვის, რაც გამოიწვევს ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. გარდა ამისა, DCFTA-ის ამოქმედება ხელს შეუწყობს ახალი საწარმოებისა და საექსპორტო პროდუქციის გაჩენას, ქართველი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტის მიწოდებას, სახელმწიფო ადმინისტრირების ორგანოების განვითარებას ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. აღნიშნული, საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე.

აღსანიშნავია, რომ DCFTA-ის მოლაპარაკებების პროცესში ქართულმა მხარემ მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას ევროკავშირთან სატარიფო ლიბერალიზაციის კუთხით. ქართული წარმოშობის ყველა პროდუქტი (ნიორი-კვოტის ფარგლებში) გარკვეული პირობების (სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების სტანდარტები) დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნულოვანი საბაჟო ტარიფით შევა ევროკავშირის ბაზარზე.

მნიშვნელოვნად გამარტივდება საქართველოდან მომსახურების ექსპორტი ევროკავშირში. ქართულ, მომსახურების სფეროს, კომპანიებს მიეცემათ საშუალება უმეტეს სექტორებში:

  •     დააფუძნონ ფილიალები ევროკავშირის ქვეყნებში და მათი საშუალებით მიაწოდონ მომსახურება ევროპელ მომხმარებელს;
  •     თავიანთ ევროპულ ფილიალებში დაასაქმონ ქართველი მენეჯერები, სპეციალისტები და გაატარონ პრაქტიკა თავიანთ თანამშრომლებს;
  •     გაუშვან თავიანთი გაყიდვების წარმომადგენლები ევროკავშირში, მათი პროდუქციის გაყიდვის მიზნით მოლაპარაკებების საწარმოებლად;
  •     მიაწოდონ მომსახურება ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან, ევროკავშირში ფილიალების გახსნის გარეშე.


ქართველ სპეციალისტებს, ინდივიდუალურად თუ კომპანიებს შორის გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე, მიეცემათ საშუალება გასწიონ მომსახურება ევროკავშირში. შეთანხმება ასევე მოიცავს პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების მექანიზმებს. ამის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაადვილდება ქართველი სპეციალისტების მიერ მომსახურების გაწევა ევროკავშირის ქვეყნებში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქართული საქონელი და მომსახურება ეტაპობრივად მიიღებს დაშვებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო შესყიდვებში.
რისი ცოდნა მოეთხოვება ჟურნალისტს? 
ჟურნალისტი უნდა იცნობდეს ასოცირების დღის წესრიგის პრინციპებს, ინსტრუმენტებსა და რესურსებს მისი იმპლემენტაციისთვის.


წყარო: ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი