რუსუდან გიგაშვილის მექსიკური მედია ტური და საქართველოს სასურსათე წარმოების შეფასება - პოსტი VI

დემეტრე ერგემლიძე

რუსუდან გიგაშვილი სოფლის მეურნეობის სისტემების ექსპერტი და აგროჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარეა. ის უკვე რამდენიმე ათეული წელია სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწეობს და ამ დროის განმავლობაში მისი გაკეთებული საქმე მნიშვნელოვან ფერმერულ მიღწევებს დაუკავშირდა. მმართველობით თანამდებობებსა და პროექტის ხელმძღვანელ პოზიციებზე თავს უყრიდა ისეთ საერთაშორისო პროექტებს, როგორიცაა ბანაკი სოფლად, ახალგაზრდა ლიდერების მასტერკლასები აგროჟურნალისტიკაში, აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის სტრატეგიის საბჭო, ფერმერთა სოციალური მედია,  ასოციაცია “მომავლის ფერმერი” და კიდევ მრავალი.  

დღეს რუსუდანი საქართველოს სოფლის მეურნეობის შეფასებას აგროჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის მხრიდან აგრძელებს. Მას ობიექტურად აქვს საშუალება, მოვლენები სამეურნეო ბირთვის გარედან შეაფასოს და უკვე კარგად ნაცნობი სფეროს შესახებ ისაუბროს, დაინახოს სექტორის წრებრუნვა, განვითარების ტემპი, სახელმწიფო პრიორიტეტების მიმართულება და შეაფასოს მათი გონივრულობა.

Საქართველო, როგორც პატარა წარმოების ქვეყანა სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვან საფეხურზეა, აქტიურობა პიკს უახლოვდება, სფერო  ინტუიციურად ცდილობს დაიჭიროს პოლიტიკურად სწორი პოზიციები. რუსუდანი ამ პროცესის შეფასებაში დამეხმარა. მასთან მექსიკის აგროჟურნალისტთა კვირეულზეც ვისაუბრეთ, რომელიც გასულ თვეში შედგა.

მექსიკა ამოქმედებულია მძლავრი მექანიზმებით და სოფლის მეურნეობის საექსპორტო მოცულობებით. ის საქართველოზე ბევრად დიდია და ტექნოლოგიურადაც განსხვავებული. მექსიკაში ყურადღებას აქცევენ როგორც ტრადიციულ ისე საერთაშორისო ბესტსელერ პროდუქტებს. თანამშრომლობენ მაღალი განვითარების ევროპულ და ამერიკულ ქვეყნებთან, როგორიცაა გერმანია და აშშ. მექსიკასთან შედარებით საქართველო მცირე წარმოების ქვეყანაა თან ამერიკის ნაცვლად გეოგრაფიულად რუსეთის მოსაზღვრედ ყოფნა უფრო მწარე გამოცდილებაა, ვიდრე სასიკეთო თანამშრომლობა და მეტად სარისკოა, ვიდრე სასარგებლო.  

რუსუდანი ცოტა ხნის წინ მექსიკაში აგროჟურნალისტთა გაცნობით ტურს დაესწრო, რის შემდეგაც გადავწყვიტე მიმოხილვა გაგვეკეთებინა, რა დროსაც საინტერესო შეფასებებამდე მივედით, განვითარების გზებიც დავინახეთ და რამდენიმე მიმდინარე ამბავი შევაჯამეთ.

“თუკი წლების განმავლობაში ჩართულობის ინტერესი ნაკლები იყო, დღეს სოფლის მეურნეობაში ჩართულობის ინტერესი მაღალია. ერთი მხრივ, ეს ინტერესი გამოიწვია ხელისუფლების მიერ დეკლარირებულმა ორიენტირებმა, მხარდამჭერმა კამპანიებმა, დონორების მხრიდან წამოსულმა მხარდაჭერამ. გვაქვს დიდი მოლოდინი და არიან ახალგაზრდები, რომლებიც ენთუზიაზმით მოდიან, მაგრამ შემდეგ აწყდებიან ბევრ პრობლემას, რაც სისტემური პრობლემებია: მიწა, ირიგაცია, კულტურის წარმოების მთლიანი ჯაჭვის მხარდაჭერა, სიღრმისეული ანალიზი, კონკურენცია.

მეგობარი ქვეყნები რომ ავიღოთ, ნებისმიერი დონორი ორგანიზაცია უყურებს სახელმწიფო პოლიტიკას, რაც არის ერთგვარი მაჩვენებელი თუ საით მიდის დარგის პრიორიტეტები. თუკი სახელმწიფო პოლიტიკა არ არის შედეგზე ორიენტირებული, დონორსაც ვერ მოვთხოვთ რამის დათმობას
”, - მითხრა რუსუდანმა.  

აგროჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, მომხმარებელი ფაქტობრივად ინერტულია, გაუაზრებლად ყიდულობს პროდუქტს, როცა დახლის მრავალფეროვნებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. Სახელმწიფოს მხრიდან ცნობიერებაში შეტანილი ცვლილებისათვის გაწეული კამპანიები მცირე შედეგით გამოირჩევა და პერიოდული გააქტიურება სჭიერდება.

Საქართველოს, როგორც ნიშური პროდუქტის მწარმოებელი ქვეყნის როლს რუსუდანი პერსპექტიულად აფასებს და ამბობს, რომ დაბლობში ეკოლოგიური პრობლემები ეკო პროდუქტის წარმოებას ეჭვქვეშ აყენებს, თუმცა მაღალმთიან რეგიონებში სოფლებში არსებული მეურნეობების პოვნა და მათი ბიო სტანდარტზე გადაყვანა ბრენდირების გზით, სტრატეგიულად სწორ ამოცანად ესახება.  

“თუ გადავხედავთ მსოფლიო გამოცდილებას, ნიშური პროდუქტი კონვენციურს ხელს ნამდვილად არ უშლის. მეწარმეს ერთი და იგივე პროდუქტი შეგიძლია აბსოლუტურად ნიშური ხაზით ჰქონდეს და ამავდროულად ინდუსტრიული ხაზით, ერთმანეთს ნამდვილად არ გამორიცხავს, უბრალოდ, როდესაც ნიშურზე ვსაუბრობთ, საჭიროებს უფრო მიზანმიმართულ მარკეტინგულ შრომას, შეფუთვებს, უფრო მეტად ჩართვას მარკეტინგული მხრისა და ბრენდინგის. ასე რომ, აქცენტი მეტი ცნობადობისკენ, ხოლო ინდუსტრიულის შემთხვევაში უფრო მეტად ტექნოლოგიებსა და მოცულობებზე აქცენტი. ერთი მეორეს ხელს აბსოლუტურად არ უშლის”, - მითხრა რუსუდანმა.  

ქართულ პროდუქტზე საუბრისას ორივეს სურვილების დიდი ასპარეზი გაგვეხსნა. Რა კარგი იქნებოდა ევროკავშირის სუპერმარკეტებში უფრო დიდი მოცულობით ვიყოთ წარმოდგენილი, კონტინენტს მიღმა ექსპორტის შესაძლებლობები კი უფრო მეტ ადამიანს მოიცავდეს, ვიდრე მხოლოდ ქართული სათვისტომოებია. ქართულ პროდუქტს ხომ დიდი შესაძლებლობები და გამართვის პროცესში მყოფი ლოჯისტიკური გზები მომავალ წარმატებას უმზადებს, რაც მას ერთი მხრივ სასურველს, ხოლო მეორე მხრივ მიუწვდომელს ხდის. უცხოელი მყიდველისგან ქართული პროდუქტით დაინტერესებას მხარს მასშტაბური კამპანიები დაუჭერდა, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ არ ჩანს. თაფლი, ტყის არამერქნული პროდუქტები, მემცენარეობის მეორადი გადამუშავების პროდუქტები, გაყინული კენკრა და ბოსტნეული ამ დროისთვის უკვე ადაპტირებული პროდუქტებია, რომელსაც ევროპელი და ამერიკელი მომხმარებელი ჩვენგან იღებს, თუმცა უფრო დიდი დოვლათის შემომტანი, შეფუთული საცალო პროდუქცია საქართველოდან ჯერ მცირე რაოდენობით გადის და მოცვის არეალიც პატარაა.

ქართული პროდუქტი საქართველოშივე ხვდება წინაღობებს გაყიდვის დროს. მასშტაბური სარეალიზაციო ქსელების მეპატრონეები მნიშვნელოვან პირობებს უდებენ შეთანხმებაში მეწარმეებს, რომლებსაც მათთან ნაწარმის განთავსება სურთ. Მათ შორის განთავსების საფასური, მიწოდების უწყვეტობა, პირგასამტეხლო, სამომხმარებლო ჯარიმა და ა.შ. ქსელის ინტერესები დაცული გვაქვს თუმცა დანარჩენი მდგენელი ნაწილები, როგორიცაა მეწარმე, დისტრიბუცია, მომხმარებელი ჯერ ისევ დაუცველები არიან საერთო სარეალიზაციო ბაზის პერსპექტივაში.  


“მომხმარებლის ხმა არ მიდის ქსელიდან მეწარმემდე. Სახელმწიფო არის და უნდა იყოს ინტერესების გამტარებელი. საჭიროა მომხმარებელიც გაიზარდოს, მაგრამ ასე თავისთავად ვერ გაიზრდება თუ ამაზე არ იმუშავა მეწარმემ, მარკეტმა, სახელმწიფომ, რომ გახდეს უფრო მომთხოვნი, კრიტიკული და კარგი შემფასებელი”, - მითხრა რუსუდანმა.


როგორი მომხმარებელია მექსიკაში, ამასთან დაკავშირებით აგროჟურნალისტების ტურზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ იყო საუბარი ავოკადოზე, ტეკილაზე, წიწაკა ჩილიზე და ფერმერობის ბევრნაირ ფორმაზე, რომელსაც სახელმწიფო ხელს უწყობს. მეზობელი და მთავარი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები მექსიკურ ფერმებს მაღალ სტანდარტებს უწესებს, მომხმარებლისთვის საუკეთესოს, ხოლო ბაზრისთვის მისაღებ პროდუქტს ითხოვს. ასეთი წარმოებით მექსიკა ოკეანის გადმოღმა, ევროპის განვთარებულ ქვეყნებსაც კი უწევს პარტნიორობას.


“მექსიკაში სხვა მოცულობებია. მუშაობს სამეზობლო ქვეყნების განვითარებაზე. Სოფლის მეურნეობის პროდუქტების ძალიან დიდი რაოდენობის მიმწოდებელია მექსიკა ამერიკისთვის რომ არ იყოს კორუფცია და ნარკო-კარტელები გაცილებით უფრო წინ იქნებოდნენ. თუმცა, მაინც საკმაოდ კარგი დინამიკაა.  

ფერმერი აწარმოებს პროდუქტს, პირველად რგოლში კონკრეტული საწარმოსთვის. წარმოება კვოტირებულია და კონტრაქტის საფუძველზე მიმდინარეობს. ფერმერთან ერთად მუშაობს შემფუთველი, სადისტრიბუციო და მასერტიფიცირებელი კომპანიები. სერტიფიკატის გამცემი ორგანო დანარჩენ რგოლებთან ერთად მუშაობს სტანდარტებზე. Მათ იციან რა ჯიშის, კალიბრის და სიმკვრივის ხილი უნდა აწარმოოს ფერმერმა. მის სარეალიზაციო, საექსპორტო გზებზე მუშაობს სახელმწიფო, ასოციაციები. ფერმერს არ უწევს მარტო ამ მუშაობაში ჩართვა, მისთვის გზა გაკვალულია, მთავარია პირველადი წარმოების პროდუქტი დროულად და შესაბამისი ხარისხით იყოს მოყვანილი. ფერმერი აწარმოებს პროდუქტს, სახელმწიფო ქმნის ხედვას.  

ჩვენთან პირიქით ხდება ხოლმე. ერთი ვინმე ფერმერი მოიყვანს ნიორს, მერე მისი მეზობლები, ყველანი ნიორს მოიყვანენ. ეს პროდუქტი ბაზარს ვერ პოულობს, არადა მექსიკაში ზუსტად იცი, რომ თუკი მოიყვან, ზარალზე არ გახვალ და გაყიდი. Საბაზრო ფასიც წინასწარ დაახლოებით ცნობილია. იქ ფასი ყოველწლიურად იცვლება, თუმცა ამის სარეგულირებლად საერთაშორისო ვალუტა, დოლარი შემოიღეს, რისი საშუალებითაც ითვლება თვითღირებულება და დანახარჯი, ანაზღაურება და მოგება, ამის მიხედვით ყალიბდება ფასნამატი და ეძლევა ფერმერს, როგორც წარმოების საბრუნავი თანხა. ასე ხდება ერთწლიან კულტურებშიც.  

არსებობენ ექსპორტის ასოციაციები, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორი მდგომარეობაა სარეალიზაციო ხაზში და ხვდებიან რა მოცულობას უნდა მიაღწიონ თავად”, -
ამბობს რუსუდანი.  


მისი მონაყოლით, მექსიკაში პოპულარულია კენკროვანი კულტურების გაშენება. არსებობს შეთანხმებები გადამამუშავებლებსა და პირველადი ნედლეულის მწარმოებლებს შორის. არსებობენ ტრადიციული მეურნეობები, ბიო წარმოებები, ქვეყნისთვის დამახასიათებელი ეროვნული ჯიშები და მათ შესანარჩუნებლად სამეცნიერო სამუშაოები, რაც ერთიანობაში საწარმოო ჯაჭვის განვითარებას უზრუნველყოფს. დასაქმებული ძირითადად ახალგაზრდები არიან და აქტიურობით გამოირჩევიან ქალები.  

“მე არ მქონია ისეთი შემთხვევა, რომ ტრადიციულ მეურნეობებში ვყოფილიყავი, თუმცა ბიო მეურნეობებს გავეცანი და ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ტრადიციულ ნაწარმებს უფრთხილდებიან, ყოველთვის მოჰყავთ ნედლეული მათთვის, როგორიცაა მაგალითად ტეკილა, დამახასიათებელი ალკოჰოლური სასმელები. Მით უმეტეს რომ იციან, სამეზობლოში მათი ნაწარმი პოპულარულია და ამიტომ ყურადღებას აქცევენ თუმცა პრობლემა მუშა ხელშია. ვითარდება პროფესიული სასწავლებელი ხაზი და აქაც მოდიან ახალგაზრდები. არის პროდუქტები, რომელსაც იაპონიასა და ჩინეთში გზავნიან. ყველაზე დიდი სარეალიზაციო ბაზარი მათთვის კი, რა თქმა უნდა, ამერიკა და კანადაა”, - მიყვება რუსუდანი.  


Საქართველოს სასურსათო პროდუქციის საექსპორტო მომავალი ამერიკულ ქვეყნებთან ორიოდ სიტყვით მიმოვიხილეთ. ჩვენი ქვეყნიდან აშშ-ში ექსპორტით ხშირად გადის პროდუქტი რომლის დამკვეთი ქართული სათვისტომოა. ქართულ რესტორნებსა და მაღაზიებში ჩვენი თანამემამულეები და ისეთი ამერიკელები ყიდულობენ მათ, რომელსაც საქართველოს შესახებ სმენიათ. ღვინო ყველაზე ფართოდ გაყიდვადი პროდუქტია, თუმცა ყველი და სხვა სურსათი ამერიკელი მომხმარებლისთვის მაინც მისაღებია. Აქვე ისიცაა აღსანიშნავი, რომ ქართული ყველი და ვერც სხვა ნაწარმი ვერ შედის ისეთ ქსელური მაღაზიებში, როგორიცაა ვოლმარტი.  მოცულობები არის მცირე, მიწოდების უწყვეტობა არ არის უზრუნველყოფილი, ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნება შეიძლება, თუმცა სტაბილური და ერთგვაროვანი გადაზიდვები მხოლოდ ინდუსტრიული წარმოებისა და საექსპორტო მოცულობებთან აქტიური მუშაობის შემთხვევაშია რეალისტური.  


ქართულ დახლზე კი ისევ კონკურენციაა. კონკურენცია იმპორტირებულსა და ადგილობრივს შორის; პრემიუმ სეგმენტსა და მასობრივი მოხმარების სურსათს შორის. მომხმარებელი ირჩევს დაუფიქრებლად და ხშირად ინსტინქტურად, წარმოების კისერზე კი ინფორმაციის გავრცელება და თავისი მომხმარებლის არჩევანზე პასუხისმგებლობის აღებაა. აქ არავინ ირჩევს პირისპირ შეხვედრებს. მომხმარებლის ხმა მეწარმეს იშვიათად სწვდება. მეწარმე მრავალფეროვანი დაკვეთებით განებივრებული ისედაც არ არის. Საერთო სასურველ პროდუქციამდე მისვლა წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილებით და გემოვნების საერთო მახასიათებლების შეჯერებით ხდება. ფერმერის მინდვრიდან მომხმარებლის სუფრამდე ერთ გზაა, ბევრი ადამიანით და რამდენიმე რგოლით, ცოტაოდენი თავისუფლებით სამოქმედო არეალში და ხშირად შეზღუდული ბიუჯეტით, თუმცა მაინც ერთი საქმის რამდენიმე მხარით, რომელსაც საკუთარ საქმეში გამოცდილების გარდა სხვების მოსმენა ეხმარება შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები იმაზე უკეთ, ვიდრე მისგან ელოდებიან.