
IFAJ-Alltech Young Leaders 2025 - მონაწილეობის შესაძლებლობა AGAJ-ის წევრებისთვის
საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია / AGAJ თავის წევრებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამაზე IFAJ-Alltech Young Leaders 2025.
გაცნობებთ, რომ IFAJ/Alltech აცხადებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ჟურნალისტებითვის ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამაზე რეგისტრაციას.
მონაწილე უნდა ფლობდეს ინგლისური ენას და უნდა იყოს 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 35 წლის ან უფრო მცირე ასაკის.
პროგრამა შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ პირებს, მონაწილეობა მიიღონ IFAJ-ის კონგრესში, ასევე სპეციალურ Boot Camp-ში, რომელიც გთავაზობთ ლიდერთა ტრენინგს, ქსელურობას და პრაქტიკულ გამოცდილებას ამ სფეროში.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეთა განთავსება, კვება და რეგისტრაციის ხარჯები მხარდაჭერილია, რათა დაესწრონ Boot Camp პროგრამას ნაირობიში, კენია (12-14 ოქტომბერი, 2025), ასევე IFAJ-ის კონგრესი ნაირობიში (15-18 ოქტომბერი, 2025).
მონაწილეებმა თავად უნდა აანაზღაურონ მგზავრობის ხარჯები.
საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია AGAJ აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწლეობისთვის წარადგენს მხოლოდ 1 კანდიდატურას.
ღონისძიებაში მონაწილეობით დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით 568 100 190