Embrapa Instrumentação — ლაბორატორია სურსათის უვნებლობის სადარაჯოზე
Embrapa Instrumentação ბრაზილიის სოფლის მეურნეობის კვლევითი ლაბორატორია, რომელიც მდებარეობს სან პაულოს შტატში, São Carlos‑ში და რომელიც მუშაობს მრავალი საკვებისა და სასოფლო‑სამეურნეო პროდუქტის შემოწმებაზე. ლაბორატორია იყენებს სპეციალურ სენსორებს, სპექტრომეტრებს და სხვადასხვა აღჭურვილობას, რომ განსაზღვროს პროდუქტის მიკრობიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური პარამეტრები.
ლაბორატორია ემსახურება არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც ნიმუშებს აგროვებს და მონიტორინგს ატარებს, არამედ ფერმერებს და კომპანიებს, რომლებიც ხშირად მიმართავენ მათ ანალიზისთვის, რათა დარწმუნდნენ, რომ მათი პროდუქტი უსაფრთხოა და აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ სტანდარტებს. თუ პროდუქტი ვერ პასუხობს სტანდარტებს, სახელმწიფო ინსპექცია კრძალავს პროდუქტის გაყიდვას ბაზარზე, შეიძლება დაჯარიმდეს ფერმერი და/ან დაევალოსსაწარმოო პრაქტიკის შეცვლა.
Embrapa Instrumentação‑ში ჰყავს დაახლოებით 200 თანამშრომელი (მეცნიერები, მკვლევარები, ანალიტიკოსები, ტექნიკური პერსონალი).
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ლაბორატორია თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან და ახორციელებს ერთობლივ პროგრამებს სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის, მათ შორის სამეცნიერო ბანაკებს და სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებს. ლაბორატორია ახალგაზრდების ჩართულობით ატარებს ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, სამოქალაქო თვითშეგნების მიმართულებით სპეციალურ პროგრამებს.
საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციას, IFAJ - აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მიწვევით, ჰქონდა შესაძლებლობა ერთი კვირის განმავლობაში ბრაზილიის სოფლის მეურნეობას, მიღწევებს და პრობლემებს გაცნობოდა.
რუსუდან გიგაშვილი ბრაზილიიდან



