CTC - ინოვაციების შაქრის ლერწმის ინდუსტრიაში
დღეს, როდესაც კლიმატური ცვლილებები და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნები მუდმივად იცვლება, მეცნიერება და ტექნოლოგიები გადამწყვეტ როლს თამაშობს სოფლის მეურნეობის ეფექტურობაში. ინოვაციური გადაწყვეტილებები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი კულტურისა და ინდუსტრიის განვითარებისთვის, რადგან ისინი საშუალებას იძლევიან სწრაფად მოერგონ გარემოს ცვლილებებს, გაზარდონ პროდუქტის ხარისხი და რაოდენობა.
ბრაზილიისათვის ერთ-ერთი წამყვანი კულტურა შაქრის ლერწამია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. ამიტომ ადგილობრივი სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინსტიტუტები მუდმივად მუშაობენ ჯიშების გაუმჯობესებაზე, კულტურის მართვის სისტემების ოპტიმიზაციასა და მენეჯმენტზე, რათა ფერმერებმა და ჯაჭვში ჩართულმა ყველა მონაწილემ აწარმოონ მეტი პროდუქტი და მიიღონ მზარდი და სტაბილური შემოსავალი.
Centro de Tecnologia Canavieira (CTC) დაარსდა 1969 წელს და სწრაფად იქცა ბრაზილიისა და მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ბიოტექნოლოგიურ და ინოვაციურ კვლევით ცენტრად შაქრის ლერწმის ინდუსტრიაში. მისი მთავარი მიზანია კულტურის პროდუქტიულობის ზრდა, ხარისხის გაუმჯობესება და წარმოების ოპტიმიზაცია.
კომპანია მიზანმინართულად მუშაობს გენეტიკურ გაუმჯობესებასა და ბიოტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე. ის სიახლეებს მუდმივად აწვდის ფერმერებს / გადამამუშავებელ საწარმოებს. CTC‑ს თანამშრომელთა გუნდი 500-მდე მეცნიერს, სპეციალისტს და ტექნიკური პერსონალს აერთიანებს.
კომპანიას ფლობს ექსპერიმენტულ ფერმებს და ლაბორატორიებს, სადაც გამოყავთ დაავადებებისადმი მდგრადი, კლიმატთან ადაპტირებული და უხვმოსავლიანი ახალი ჯიშები. CTC ასევე მუშაობს ენერგოეფექტური მართვის მოდელებზე და კვლევებსა და გადაწყვეტებს ფერმერებს აწვდის.
ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა CTC‑ის ისტორიაში შაქრის ლერწმის უდიდესი ბანკია, სადაც ინახება 5000‑ზე მეტი საცდელი ჯიში.
კომპანიის საქმიანობა მნიშვნელოვანია ბიოენერგიის და ეთანოლის წარმოებისთვისაც. CTC‑ის მიერ შექმნილი ჯიშების პირობებში დაინერგა მეორადი გენერაციის ბიოეთანოლის წარმოება, ასევე ელექტროენერგიის და სხვა ბიოენერგეტიკული პროდუქტების გამომუშვება. ამ ინოვაციებმა ბრაზილიის როლი გააძლიერა გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზეც.
რუსუდან გიგაშვილი ბრაზილიიდან